რატომ DeLab – ის მეთოდი

1. მოსმენა და საუბარი

პირდაპირი მეთოდი ამახვილებს ყურადღებას პრაქტიკა და ზეპირ ვარჯიშზე, მოსმენა და საუბრზე. დაახლოებით გაკვეთილის 80% ზეპირი პრაქტიკაა, სადაც მასწავლებელი სვამს კითხვებს წინასწარ ახსნილ სიტყვებსა და გრამატიკაზე.
უცხო ენის შესწავლის საუკეთესო გზა არის ამ ენაზე საუბრი. მსმენელები კითხვაზე პასუხს სცემენ სრული ფორმით. ყველაფერს თავი რომ მოვუყაროთ ლექსიკა უფრო მნიშვნელოვანია გრამატიკაზე, და ყველაზე მთავარი კი ლაპარაკია.

2. გაკვეთილები უცხო ენაზე

თითქმის მთელი გაკვეთილი უცხო ენაზე ტარდება. მესწავლებელი ინსტრუქციებს უცხო ენაზე იძლევა. მასწავლებელი თავს არიდებს მშობლიურ ენაზე თარგმნას.
მსმენელი შეისწავლებს ინგლისურ ენას ისე ,როგორც ბავშვი სწავლობს მშობლიურ ენას. ახალი სიტყვის გაგებისას მოსწავლეები იმეორებენ სიტყვას და მასწავლებლი დაშვებულ შეცდომას უსწორებს. მხოლოდ შემდეგ სწავლობენ მათ გამოყენებას სხვადასხვა კონტეკსტში, კითხვას და წერას.

3.ლინგვისტური რეფლექსები

იმისთვის რომ განვითარდეს სწორი ლინგვისტური რეფლექსები, უნდა ლაპარაკობდე ფიქრის გარეშე. ლაპარაკისას საკუთარ ენაზე თარგმნა, ფიქრი და ისე საუბარი ხელს უშლის მოსმენას და საუბარს.
გაკვეთილის დიდი ნაწილი შედგება ახალი სიტყვების და გრამატიკის შესწავლსა და მათ გამოყენებას კითხვა პასუხის რეჟიმში.
ჩვენ ვასწავლით ყოველდღიურ ლექსიკას, რაშიც იგულისხმება ის სიტყვები რომელიც ხშირად არის გამოყენებული უცხო ენაში.

4.კითხვა და პასუხი

მოსწავლეთა მცირე ჯგუფებში , კითხვის დასმა და მასზე პასუხის გაცემა ყველაზე გავრცელებული ხერხია უცხო ენის სწავლებისას. კითხვა პასუხის სიხშირე მსმენელსა და მასწავლებელს შორის აუმჯობესებს ლინგვისტურ ჩვევებს და ავტომატურად ითვისებს ენას.
პირველ საფეხურზე კითხვებზე პასუხი წიგნშივეა მოცემული და ეს, არც მასწავლებელმა და არც მსმენელმა არ უნდა უარყონ. მსმენელი ამით სწავლობს სწორ სტრუქტურას და გრამატიკულ ფორმებს. მაღალ საფეხურებზე მსმენელებს თავისი სიტყვებით შეუძლიათ გასცენ პასუხი. შედეგად მოსწავლეებს შეეძლებათ თავიანთი შემოქმედება გამოიყენონ.

5. სიზუსტე

მასწავლებელი ამახვილებს ყურადღებას პასუხების სიზუსტეზე გამოთქმის, ლექსიკის და გრამატიკის მხრივ, რაც აძლევს მოტივაციას მსმენელს, რომ ყურადღება მიაქციოს მის მიერ წარმოთქმული წინადადების სიზუსტეს.
ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებლად საუბარი დაწყებისთანავე , მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა. რათქმაუნდა შეცდომებს წამსვე სწორდება მასწავლებლის მიერ მეგობრულად, რათა მსმენელმა სწორი ფორმა გამეორებით ისწავლოს.
აუცილებელი გრამატიკული წესები გაკვეთილზე ისწავლება, მაგრამ არის გარკვეული გაკვეთილები, რომელიც სრულიად გრამატიკის ეძღვნება.

6. გასამეორებელი მასალა

ენის სწავლა უფრო სწრაფი და ეფექტურია გამეორების გამო. პირდაპირ მეთოდში მნიშვნელოვანი გაკვეთილის დრო გამეორებას ეძღვნება, რაც გახლავთ უსწრაფესად და სწორად ინგლისურად ამეტყველების გასაღები.
გაკვეთლი იწყება გამეორებით, რაც მოიცავს კითხვა პასუხს მასწავლებელსა და მსმენელს შორის, წაკითხვას და კარნახს. გამეორება ასევე გამოცდამდეც ხორციელდება. ხშირი გამეორება არის უცხო ენის შესწავლის ერთ-ერთი საიდუმლო.